მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთთან ორმხრივი ინვესტიციების შეთანხმების მოლაპარაკების დაწყებაზე მემორანდუმი გაფორმდება – გენადი არველაძე

არველაძე

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს, ფარი ალ გარნის ერ-რიადში შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების სფეროში პარტნიორობის გააქტიურება იყო.

როგორც გენადი არველაძემ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მხარეები შეთანხმდნენ ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმზე მოლაპარაკებების დაწყებაზე.

„ინვესტიციების მინისტრის მოადგილესთან შევთანხმდით მემორანდუმის გაფორმებაზე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. საუდის არაბეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მივესალმებით მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ბოლო წლებში საქართველოში საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მზარდია - 2024 წელს ის 263 პროცენტით, 2025 წლის 6 თვეში კი 70 პროცენტით გაიზარდა. ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას საუდის არაბეთიდან,“ - აღნიშნა არველაძემ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების, საერთო პროექტებისა და კერძო სექტორის ჩართულობის გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, არველაძემ შეხვედრა გამართა ასევე საუდის არაბეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური ორგანოს (GAFT) მმართველთან, მოჰამედ აბრულ ალ-აბდულჯაბართან. განხილვის მთავარი თემები იყო: ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმები, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, კერძო სექტორის მხარდაჭერის ინსტრუმენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები