მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო ფასი და პირობები პირველი 50 აპარტამენტისთვის - "არქის" შეთავაზება Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტში

შიო
22.06.26 20:30
686

დეველოპერული კომპანია „არქი“, პარტნიორ კომპანია „ნექსთთან“ და საერთაშორისო ბრენდ Swissôtel-თან ერთად, ქობულეთში ახალ, მასშტაბურ რიზორტულ პროექტს იწყებს. კომპანიის გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განცხადებით, ქობულეთს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დღეს საქართველოში ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.

ხეცურიანმა "საქმიანი დილას" ეთერში თქვა, რომ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს პირველი 50 აპარტამენტის შეძენის მსურველთათვის, რაც მათთვის უნიკალურ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის.

„პირობებს რაც შეეხება, აქ ნამდვილად განსაკუთრებული პირობებია პირველი 50 აპარტამენტისთვის. ეს ეხება როგორც ფასს, ისე გადახდის პირობებს. ამ ორ პირობას ვუქმნით ჩვენს მომხმარებლებს, რომ მათ შეძლონ საუკეთესო ფასად შეძენა და ასევე საუკეთესო პირობებით სარგებლობა. პირველი 50 ბინის მყიდველი სწორედ ამ შესაძლებლობას მიიღებს“.

ახალი კომპლექსი ზღვის პირველ ზოლში, სანაპიროდან სულ რაღაც 50 მეტრში შენდება. პროექტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს არის უნიკალური, მწვანე ლოკაცია, რომელიც იდეალურია რელაქსაციისა და ოჯახური დასვენებისთვის.

„ნამდვილად მასშტაბური პროექტია. ლოკაციაზე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რადგან გამორჩეულია ბუნებით და ადგილმდებარეობით. პირდაპირ ზღვასთან არის, ალბათ 50 მეტრითაა დაშორებული ზღვიდან და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ახლო წერტილი ზღვასთან, სადაც შესაძლებელია უძრავი ქონების განვითარება. გარშემო ბუნებაა, ტყეა, ძალიან სასიამოვნო გარემოა. თუნდაც გახსნაზე რომ ვიყავით, ნამდვილად ისეთი ადგილი იყო, რომელიც რელაქსაციისთვის იდეალურია. ეს პირველ რიგში სწორედ ამით გამოირჩევა, რადგან საქართველოში ბევრი პროექტია, სადაც შენდება აპარტამენტები და სასტუმროები, მაგრამ ასეთი რიზორტული, მოსვენებისა და დასვენების ტიპის კურორტებით განებივრებულები არ ვართ“.

ხეცურიანის თქმით, კომპლექსის კონცეფცია აერთიანებს როგორც მშვიდ, ეკოლოგიურ გარემოს, ისე აქტიურ ტურისტულ ცენტრებთან ხელმისაწვდომობას.

„ზუსტად ასეთი იქნება ეს პროექტიც, რადგან ადამიანს შეეძლება ჩავიდეს ოჯახთან ერთად, ბავშვებთან ერთად და ნამდვილად დაისვენოს. მათ შორის, ვისაც აქტიური ცხოვრების სურვილი ექნება, ბათუმი ფაქტობრივად 20 წუთის სავალზეა, სადაც შეძლებს გართობასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას, შემდეგ კი იმავე დღეს დაბრუნდება ქობულეთში, თავის სასტუმროში ან აპარტამენტში და იქ გააგრძელებს დასვენებას. ზუსტად ეს რიზორტული ტიპის ლოკაცია, ინფრასტრუქტურა და ყველაფერი, რაც დასვენებისთვის არის საჭირო, მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო დონის დასვენება. ხშირად უცხოეთში სწორედ ამისთვის დავდივართ და ეს ყველაფერი ქობულეთში იქნება ხელმისაწვდომი“.

„არქიში“ დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული კომპლექსი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ძლიერი იმპულსი გახდება და ბაზარზე ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს, სადაც აქცენტი მჭიდრო განაშენიანების ნაცვლად სივრცესა და თავისუფლებაზე გაკეთდება.

„ბოლო პერიოდში ვინც არის ქობულეთში ნამყოფი, აშკარად ხედავს, რომ ეს არის ადგილი, სადაც დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. აქ იგულისხმება ისეთი განვითარება, სადაც არ იქნება მჭიდრო განაშენიანება და ბევრი კორპუსი. დარწმუნებული ვარ, ქობულეთი ისე განვითარდება, რომ დასასვენებლად ძალიან სასურველი ადგილი იქნება. ჩემი აზრით, ეს პროექტი ძალიან დიდი ბიძგია თვითონ მუნიციპალიტეტისთვისაც, რათა განვითარება უფრო სწრაფად წავიდეს. მრავალი მიზეზის გამო. ეს არის დიდი პროექტი, არქი შედის ქობულეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, სხვა დეველოპერებიც უფრო აქტიურად შემოვლენ. უკვე ეტყობა, რომ აქ განაშენიანება იქნება გემოვნებიანი და ხარისხიანი. მომხმარებლებს მეტი თავისუფლება და მეტი სივრცე სურთ დასასვენებლად და ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ამ ყველაფრის ხელშეწყობას შევძლებთ“.

არქის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ კომპლექსის მთავარი ხაზგასმა პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდი Swissôtel-ია, რომელიც ცნობილი ფრანგული ჯგუფის, Accor-ის წევრია. ეს იქნება პირველი 5-ვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმრო ქობულეთში, რაც ავტომატურად მთელი კომპლექსის უმაღლეს ხარისხს განსაზღვრავს.

„სვისოტელი გამორჩეული ბრენდია. მოგეხსენებათ, ეს არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი, აკორის ჯგუფის წევრი. მსოფლიოში ათასობით სასტუმრო შედის აკორის ჯგუფში და სხვადასხვა დონის სასტუმროებს აერთიანებს, თუმცა სვისოტელი პრემიუმ, 5-ვარსკვლავიანი ბრენდია. მათი სასტუმროს ინტეგრირება ჩვენს კომპლექსში მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ აქ ძალიან მაღალი სტანდარტი იქნება. ერთის მხრივ ეს ჩვენი სურვილია, მეორეს მხრივ კი ვალდებულებაც, რომ მთლიან კომპლექსში 5-ვარსკვლავიანი დონე შევინარჩუნოთ. სვისოტელი იქნება პირველი 5-ვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმრო ქობულეთში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი კომპლექსი მოეწყობა იმ სტანდარტის შესაბამისად, რომელიც საერთაშორისო 5-ვარსკვლავიან ბრენდს შეეფერება და შესაბამის ინფრასტრუქტურასა და გარემოს შექმნის“.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.

კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები