ტექნოლოგიური სექტორი ყოველწლიურად სწრაფად ვითარდება და იმატებს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ამ სექტორში მოღვაწეობენ.
მონაცემთან ანალიზის ექსპერტებზე, დეველოპერებზე, ინჟინრებზე, UI/UX დიზაინერებზე და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში წარმოდგენილ სხვა სპეციალისტებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა, ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაა, სადაც ყველაზე მეტი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიაა დაფუძნებული.
ცოტა ხნის წინ, ანალიტიკურმა ორგანიზაცია CloudZero-მ ტექნოლოგიური სექტორში დასაქმებული პირებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქების რეიტინგი მოამზადა, რომელიც ამჟამად გამოცხადებულ ვაკანსიებს, საშუალო ანაზღაურებას, საცხოვრებელ ხარჯებს და განვითარების პერსპექტივას ითვალისწინებს.
გთავაზობთ ტექნოლოგიური სექტორისთვის საუკეთესო ქალაქების ტოპ ათეულს:
1. ვაშინგტონი, აშშ
2. ტოკიო, იაპონია
3. ნიუ-იორკი, აშშ
4. დალასი, აშშ
5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
6. სინგაპური
7. პეკინი, ჩინეთი
8. ციურიხი, შვეიცარია
9. კოპენჰაგენი, დანია
10. სან-პაულუ, ბრაზილია