გასულ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი შედგა, ცხადია ვგულისხმობ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანზიტს ნაპოლიდან პარის სენ ჟერმენში. მხარეები 70 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ და ამ მხრივ ხვიჩა გახდა ყველაზე ძვირფასად გაყიდული არამარტო ქართველი ფეხბურთელი, არამედ ზოგადად სპორტსმენი. კვარა ისეთი მოთამაშეა, ახალ გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდება და მასში გადახდილ თანხას ორმაგად გაამართლებს. სხვათა შორის, ზამთრის ბაზარი წარსულში არც სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის ყოფილა წარუმატებელი.