მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ზე 32% მოდის - რით ვვაჭრობთ თანამეგობრობის ქვეყნებთან?

დსთ

იანვარ-მარტის მონაცემებით, საქართველოსა და დსთ-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 7.9%-ით 1 მილიარდ 803 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებზე 32% მოდის.

ყველაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა კი დსთ-ის ქვეყნებს შორის რუსეთთან გვაქვს, სადაც ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა წლის ამ პერიოდში 642 მილიონ 774 ათასი დოლარი შეადგინა. იანვარ-მარტში ვაჭრობის მიხედვით დსთ-ის ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $642.7 მლნ;
  2. აზერბაიჯანი - $305 მლნ;
  3. ყირგიზეთი - $299.7 მლნ;
  4. ყაზახეთი - $193.6 მლნ;
  5. სომხეთი - $167.6 მლნ;
  6. უკრაინა - $85 მლნ;
  7. უზბეკეთი - $56 მლნ;
  8. ბელარუსი - $28.2 მლნ;
  9. ტაჯიკეთი - $12.8 მლნ;
  10. თურქმენეთი - $7 მლნ;
  11. მოლდოვა - $4.9 მლნ;

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. 2025 წლის იანვარ-მარტში თანამეგობრობის ქვეყნებში 941 მილიონ 798 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. წლიურად ზრდა 7%-ია. ექსპორტის ნახევარი კი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის, რაც წლის ამ პერიოდში 495 მილიონ 461 ათას დოლარს შეადგენდა, ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 15%-ით აღემატება. საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ძირითადი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნებია.

დსთ-ში ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $495.4 მლნ;
  2. ეთილის სპირტი - $47 მლნ;
  3. მინერალური წყლები - $38.3 მლნ;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $34.8 მლნ;
  5. მინერალური წყლები შაქრის დანამატებით - $28.6 მლნ;
  6. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $25 მლნ;
  7. სიგარები, სიგარილები - $21.5 მლნ;
  8. კარტოფილი - $13.4 მლნ;
  9. თამბაქო და თამბაქოს სხვა შემცვლელები - $12.2 მლნ;
  10. მცენარის ნაყოფები დაკონსერვებული - $11.1 მლნ;

რაც შეეხება დსთ-დან იმპორტს, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის I კვარტალში 9%-ით 861 მილიონ 476 ათას დოლარამდე გაიზარდა. უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს ნავთობის აირები და ასევე ნავთობროდუქტები იკავებენ.

დსთ-დან იმპორტირებული TOP-10 პროდუქტი:

  1. ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - $191.3 მლნ;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $170.9 მლნ;
  3. ელექტროენერგია - $24.3 მლნ;
  4. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $21 მლნ;
  5. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $18.2 მლნ;
  6. სიგარები და სიგარილები - $17.5 მლნ;
  7. ხორბალი და მესლინი - $15.5 მლნ;
  8. ცემენტი - $14.5 მლნ;
  9. მინის ბოცები და ბოთლები - $14.3 მლნ;
  10. მასალების დასამუშავებელი მანქანები - $13.7 მლნ;

დსთ-ს სივრციდან საქართველოში შემოდის ასევე შოკოლადი და კაკაო, მზესუმზირის ზეთი, პურ-ფუნთუშეული, მედიკამენტები, ეთილის სპირტი და სხვა.

საქართველო-EU-ის სავაჭრო ბრუნვა $1.1 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები