მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრები ნათია თურნავას ხვდებიან - გახსნის რა გეგმას სთავაზობს ბიზნესი მთავრობას?

5fdc5dfe538d5
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.20 11:52
1705
დღეს, 14:00 საათზე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურანავა სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის წამომადგენლებს შეხვდება.

საქმე იმაშია, რომ არასასურსათო პროდუქციით ვაჭრობის დარგი მინისტრთან შეხვედრას მთავრობის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ ითხოვს, თუმცა როგორც სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემების გამო ეს შეხვედრა დღემდე ვერ შედგა.

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები 28 ნოემბრიდან დღემდე  გამართულ ბრიფინგებზე აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების გამო მათი ზარალი მილიარდამდე გაიზრდებოდა, ხოლო ამის შემდეგ ისინი სექტორში დასაქმებულ ათი ათასობით ადამიანს ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ.

3 დეკემბრის პრესკონფერენციაზე სავაჭრო ცენტრებმა მთავრობას გახსნა 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე 15 დეკემბერს სთხოვეს იმისთვის, რომ მათ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით მომხამრებელთა ნაკადების მართვა შესძლებოდათ.

გუშინ, 17 დეკებერს კი ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორთან შეხვედრაზე მოისმენენ როგორ ხედავენ რიგების მართვის საკითხს და ამის შემდეგ მიიღებენ გახსნის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვნახეთ, რომ აჟიოტაჟური მოთხოვნის შემთხვევაში რთულდება ეპიდემილოგიური ვითარება და რეკომენდაციების შესრულება. მოვუსმენთ, როგორ მოახერხებენ ამ ყველაფრის გაკონტროლებას“, - განაცხადა თურნავამ.

BM.GE-თან სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრები ნათია თურნავას გახსნისა და ნაკადების მართვის მათ გეგმას გააცნობენ და შემდგომ გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

„რაც უფრო ადრე გავიხსნებით უფრო უკეთესი იქნება, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ყველა კარგად ხვდება, რომ ნაკადები იქნება დიდი. ჩვეულებრივ პერიოდში, როდესაც მთელი დეკემბერი გახსნილია ხოლმე, მაშინაა დიდი ნაკადები და ერთ კვირაში, წარმოიდგინეთ რა იქნება.

ჩვენ შევთავაზებთ ნაკადების მართვის რა ბერკეტები გვაქვს ზოგადად - ეს იქნება ფასდაკლების გაკეთება დღის პირველ ნახევარში თუ სხვა ინსტრუმენტები. თუმცა პასუხისმგელობის მთლიანად ჩვენზე გადმოტანა არ მგონია სწორი იყოს. ამის გარკვევა გვინდა მინისტრთან შეხვედრაზე. ჩვენ პასუხისმგებლობას იმ ნაწილში ავიღებთ, რომ სწორად დავიცავთ რეკომენდაციებს და შევეცდებით ნაკადების მართვას, რაც ოპერირების პერიოდშიც ხდებოდა. სწორედ ნაკადების შემცირების მიზნით ვითხოვდით 15 დეკემბრიდან გახსნას.. ახლაც შევეცდებით ვმართოთ ნაკადები და მოვისმენთ მათ რეკომენდაციებსაც“, - განაცხადა ლევან მესხელმა.

რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მთავრობამ „სითი მოლის“ დირექტორი პროგნოზებზე ვერ საუბრობს.

„რა პროგნოზებიც აქამდე გვქონდა, არც ერთი გამართლდა. თქვეს, რომ გავხსნითო და უნდა გახსნან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები