მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე სავალდებულო ტესტირებას მთავრობა თებერვლამდე დააფინანსებს

61dd39ed334b4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.22 12:25
790
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ბიზნეს თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში სახელმწიფო თებერვლამდე დაუფინანსებს". ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამის პირობები თებერვლამდე გადაიხედება.

„ტესტირების გაგრძელება მით უფრო „ომიკრონის“ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროგრამის ვადა პირველ თებერვლამდეა გაგრძელებული. იანვრის ბოლომდე ვიმსჯელებთ - რა მოდელით შეიძლება შეიცვალოს სავალდებულო ტესტირების პროგრამა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: მთავრობის №975 დადგენილებაში ნოემბერში შეტანილი ცვლილების მიხედვით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხასა და ჩატარების წესს განსაზღვრავს, ისეთი ეკონომიკური საქმიანობებისთვის როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, ბაზრები და ბაზრობები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომუშავე პირების ტესტირება 2022 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ხარჯებით უნდა განეხორციელებინათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები