მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ ახალი რეგულაცია ამოქმედდა

BM.GE
27.10.22 11:07
277
რითეილ ასოციაციის და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის უშუალო ჩართულობით, შემოსავლების სამსახურმა მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ ახალი რეგულაცია მიიღო. 

პროექტი ითვალისწინებს, არასასურსათო საქონლის გარკვეულ სახეობებზე, უშუალოდ კი ჰიგიენურ და ქიმიურ პროდუქციაზე, დანაკარგის ნორმის განსაზღვრას 0,5%-ით. ხოლო, რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერას, პროექტის მიხედვით, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ ჩამოწერას ექვემდებარება ადვილად მსხვრევადი ისეთი კატეგორიის საქონელი, როგორიცაა მაგ: კაფელ-მეტლახი, კერამიკული მასალები, მინა და სხვა მსგავსი სამშენებლო-სარემონტო საქონელი, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადამხდელის შემთხვევაში კი არ აღემატება 3 000 ლარს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან დანაკარგის დაბეგვრის თემაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ რითეილ ასოციაციასთან ერთად ყველა დაინტერესებულ მხარესთან საკმაოდ აქტიური სამუშაო პროცესი გამართა.

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე;
შოთა კომლაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო და საბაჟო მიმართულების" ხელმძღვანელი;