მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო პალატამ და განათლების სამინისტრომ პროფესიული უნარების სააგენტო დააფუძნეს

61c2d85aefc85
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 22:15
649
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და განათლების სამინისტროს პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა.

სავაჭრო პალატის პრეზიდენტ გიორგი პერტაიას განცხადებით, უნარების სააგენტო კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ქვეყანაში პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას მოემსახურება და ხელს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას შეუწყობს.

უნარების სააგენტოს მართვას სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს, რომლის  შემადგენლობაში ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი - არასექტორული ბიზნესმხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო შედიან.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს როლი და ფუნქცია საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება იქნება საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებით, რაც ხარისხის გაუმჯობესებას, შრომის ბაზართან დაახლოებასა და ეფექტიან კოორდინაციას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები