სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ცრუ განგაში გამოცხადდა.
როგორც BM.GE-ს ცენტრის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მაღაზია H&M-ის ტერიტორიაზე მომხმარებელმა განგაშის ღილაკს მიაჭირა ხელი, რის გამოც ადმინისტრაციამ უსაფრთხოების მიზნით მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვითარების გარკვევის შემდეგ მომხმარებლები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაციას, რომ "თბილისი გალერიადა" მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა.




























