კომპანიების ნაწილი თბილისსა და რეგიონებში კომერციული და სავაჭრო ფართების დეფიციტზე საუბრობს. მათი თქმით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში ვაკანტური ადგილები არ არის, რაც ქვეყანაში ახალი ბრენდების შემოყვანას ხელს უშლის. განსაკუთრებით დეფიციტურია დიდი ფართების მოძიება, ამიტომ სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ როგორც თბილისს, ასევე რეგიონს ახალი სავაჭრო ცენტრები უნდა დაემატოს, ხოლო არსებული ობიექტები უნდა გაფართოვდეს.
გასული წლის სექტემბერში დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნება, სადაც 100-მდე ბრენდული მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორის „ზარა,“ „მასიმო დუტი,“ „მანგო“, სტრადივარიუსი და სხვა. როგორ მუშაობს პირველ ტურისტულ სეზონზე ბათუმის მოლი და როგორია ვითარება ამ ბაზარზე?
სტუმარი: რეზო მაღალაშვილი - „სინომი რითეილის” დირექტორი;