მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი" 110 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს - როგორია მოთხოვნა?

ბათუმი 2014-2024
22.05.24 16:22
1241

ბათუმში, 7 წლის წინ გახსნილი, სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი" დღეისთვის 110 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს და როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

2017 წლის 22 მაისს, ზუსტად 7 წლის წინ, მეტრო ჰოლდინგმა აჭარის რეგიონში პირველი სავაჭრო ცენტრი გახსნა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობდა 2015-16 წლებში და პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 100 მლნ დოლარი შეადგინა. პირველი წლისთვის მოლის ჯამური ფართობი 16 060კვ.მ იყო, დღეისათვის კი ეს რიცხვი 25 756 კვ.მ-მდე გაიზარდა.

"ფართობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოლის დატვირთულობაც და ამჟამად იგი 110 სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.

2024 წელს სავაჭრო ცენტრ „მეტრო სითის“ დაემატა ახალი მსხვილი ბრენდები, რაც მომხმარებელთა ყოველწლიურმა ზრდამ და დამატებით სარეალიზაციო სივრცეზე მოთხოვნამ განაპირობა, შედეგად 7 წლის განმავლობაში სავაჭრო ცენტრის ტერიტორია საკმაოდ გაფართოვდა", - აღნიშნავენ კომპანიაში.

სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი“ ერთ-ერთი მსხვილი ნაწილია კომპლექსისა, რომელშიც განთავსებულია 473 აპარტამენტი, 456-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია“თანმხლები ინფრასტრუქტურით. კომპლექსს აქვს ფართო და მოსახერხებელი საპარკინგე ზონა, რაც ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მომხმარებლებისთვის.

"აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულმა, მეტრო ჰოლდინგის უდიდესმა ინვესტიციამ განაპირობა ის რომ, დღეისათვის ქალაქის ამ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბიზნესგარემოა. მეტრო ჰოლდინგმა შექმნა მიმზიდველი საინვესტიციო სივრცე და დღეისათვის „მეტრო სითი კომპლექსის“ მიმდებარედ, გარდა „მეტრო ჰოლდინგის“ პროექტებისა უამრავი სხვა ბიზნეს ობიექტი ფუნქციონირებს", - აღნიშნავენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები