სავალუტო ფონდი მთავრობას ელექტროენერგიის ბაზრის გახსნას და ძველი განუხორციელებელი ენერგოპროექტების შეწყვეტას ურჩევს. სავალუტო ფონდის მისია,‘მეოთხე მუხლის კონსულტაციების’ დასკვნით განაცხადში წერს, რომ ენერგეტიკის მხარდამჭერი სქემის დამატებითი მოცულობა სიმძლავრეზე განახლებული მოთხოვნისა და მიწოდების პროგნოზების საფუძველზე უნდა განისაზღვროს. ამასთან, ფისკალური რისკების შეზღუდვის მიზნით, ძველი პროექტები, რომელთა განხორციელება წინ არ მიდის, უნდა შეწყდეს.
რა დგას სავალუტო ფონდის გზავნილების უკან, რა რჩევები შეიძლება გაითვალისწინოს ქვეყანამ და როგორი უნდა იყოს მხარდამჭერი სქემები რომ ერთის მხრივ ენერგოობიექტების წარმოება წახალისდეს და მეორეს მხრივ, ბიუჯეტზე ფისკალური წნეხი ავიცილოთ?
სტუმარი: მაია მელიქიძე - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი;