მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საველე ჰოსპიტალში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

612b340825677
თამთა ჯიჯავაძე
29.08.21 11:18
947
თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, პაციენტი არ იყო აცრილი.

„პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა რეანიმაციურლი ღონისძიებების გატარება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა. პაციენტი არ იყო მძიმე მდგომარეობაში. მისი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის. მიეწოდებოდა მაღალი ინტენსივობით ჟანგბადი“, - განაცხადა საველე ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა მერაბ ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში ამჟამად 87 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსს კიდევ 76 ადამიანი ემსხვერპლა.