მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ეკონომიკური პოტენციალი - რაზე იმსჯელეს დარჩიაშვილმა და მალაიზიელმა მაღალჩინოსანმა?

მალაიზია
05.09.24 14:42
1097

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) ვიცე-პრეზიდენტთან დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედთან და თანმხლებ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

"შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მალაიზიის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური პოტენციალის, საინვესტიციო გარემოს, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში არსებული შესაძლებლობების შესახებ. მალაიზიის დელეგაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა თავისი ქვეყნის ინტერესი საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების მიმართ.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას და მალაიზიასთან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიცაზიის შესაძლებლობებს", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები