მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალაიზიამ AI ჩიპების შესაძლო რეექსპორტზე Megaspeed-ის შვილობილი კომპანიის გამოძიება დაიწყო

ჩიპები

მალაიზიის საინვესტიციო, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ სინგაპურული კომპანია Megaspeed International-ის ადგილობრივი შვილობილი ფირმის, Speedmatrix-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, შემოწმება ქვეყანაში შეტანილი ამერიკული მაღალტექნოლოგიური ჩიპების სხვა სახელმწიფოებში შესაძლო რეექსპორტს ეხება. როგორც ირკვევა, სამინისტრო საბაჟო დეპარტამენტთან ერთად ადგილობრივი მონაცემთა ცენტრებიდან ჩიპების კანონის დარღვევით გატანის ფაქტებს იკვლევს.

სამინისტროს განმარტებით, Speedmatrix-ზე ეჭვის საფუძველია ის რომ ის მალაიზიის მონაცემთა ცენტრებში ოპერირებს და იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, რომელსაც ქვეყანაში AI ჩიპების შემოტანის სპეციალური ნებართვა ან ლიცენზია არ სჭირდება.

არსებული ინფორმაციით, მალაიზიის ხელისუფლება სინგაპურისა და აშშ-ის შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და საჭიროების შემთხვევაში კონტროლის გამკაცრების დამატებით ზომებს მიიღებს.

ცნობისთვის, Megaspeed International-ი სწორედ ის კომპანიაა, რომლის მაღალი თანამდებობის პირს, ალის ჰუანგსაც Nvidia-ს აწ უკვე ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ, ჯენსენ ჰუანგთან რომანი ჰქონდა. შეგახსენებთ, მას ამერიკული დაზვერვა ჩინეთის ჯაშუშად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები