საწვავი ორ თვეში 8-10 თეთრით გაძვირდა. ქართულ საცალო ქსელში ნავთობპროდუქტებზე ფასი ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთავრალაშვილი bm.ge-თან განმარტავს, სექტემბერიდან მოყოლებული საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გაუფასურდა ლარიც. საქმის კურსთან საუბარში, ნავთობიმპორტიოების ნაწილი, არსებული ფასის სხვა მიზეზებზეც საუბრობს. მათ შორის საკმაოდ მაღალ ფასნამტზე, როემლსაც ბრენდირებული კომპნიები ოპერირებენ.


































