საწვავის კომპანიებიც მიმდინარე ეტაპზე, რიგ შემთხვევებში ზარალზეც გადიან,- აღნიშნული განცხადება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე” ვანო მთვრალაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ლარი გაუფასურებულია დოლართან მიმართებაში და ეს გაუფასურება ისტორიულ მაჩვენებელზეა. ეს არის უმთავრესი ფაქტორი. შესაბამისად, მივიღეთ ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისტორიულად ყველაზე მაღალი. სამომავლო პერსპექტივა არის საკმაოდ ბუნდოვანი, აცხადებს მთვრალაშვილი.
სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნავთობიმპოტიორთა კავშირის ხელმძღვანელი


































