მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საწვავის პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს“ - ლევან დავითაშვილი

624177d40807e
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 12:53
1493
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყანაში საწვავის ფასების კლებას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა იმპორტიორებთან მუდმივ კომუნიკაციაშია და საწვავის ფასების ზრდის თავიდან არიდებისთვის სადაზღვევო მექანიზმებზე მუშაობს, თუმცა ამ მექანიზმებში გადასახადების გაუქმება არ მოიაზრება.

„გვესმის რა საკითხის მგრძნობიარობა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ შეიძლება უფრო უპრიანი სხვა ტიპის გადაწყვეტილებები იყოს.

საწვავთან დაკავშირებით გეტყვით, რომ რეალურად დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ბაზარზე შეიძლება უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს. გარკვეულწილად ის პიკური ფასები გადაივლის და დროის გარკვეულ მონაკვეთში უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს. ამიტომ საწვავთან მიმართებით ფასების კლებას ველოდებით.

თუმცა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურებით პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომ საომარი მოქმედებები ბუნებრივია თავის ასახვას პოვებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ომის გადასახადს საქართველოც იხდის და მთავრობის ამოცანაა, რომ ეს ნაკლები პრობლემა იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები