მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობარმა დაადგინა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში "ფულის გათეთრება" არ ჩანს - ადვოკატი

5e1efe2a24d7e
ინგა მურუსიძე
15.01.20 15:55
2206
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ჩაბარდათ, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.

ამის შესახებ bm.ge-ის "ლელოდან" აცნობეს.

„ჩვენ ჩაგვბარდა საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელმაც თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული საქმე და დასკვნა ასეთია: ზემოაღნიშნული არგუმენტაციით ნათლად ჩანს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალდების დასაბუთება არ შეესაბამება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კონვენციურ შინაარსს, აგებულებებს და სპეციალურ მიზანს. რამდენიმე თვეა, სახალხო დამცველი სწავლობს ამ საქმეს და მისი დასკვნაც ის არის, რომ არავითარი „ფულის გათეთრება“ ამ საქმეში არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები