მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

624c0cfa4dd3e
გიორგი თოლორდავა
05.04.22 13:49
1094
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 139 450 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000%-ით, მაქსიმალური 10.850%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.730%ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები