მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

6239a43a02ac5
BM.GE
22.03.22 14:32
1192
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 22 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 150 139 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.600%-ით, მაქსიმალური 10.400%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.143%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები