მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო აუდიტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აუდიტს ატარებს

60c9f3e71e0ce
ინგა მურუსიძე
16.06.21 19:30
955
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაბამისობის აუდიტს ატარებს. განცხადება გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

საკითხზე კითხვა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ჩიხლაძემ დასვა. "ამ პროგრამის აუდიტი თავად ჯანდაცვის სამინისტროსაც დაეხმარება", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ირაკლი მექვაბიშვილმა თქვა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტი იმ აუდიტების სიაშია, რომლის ჩატარებასაც წელს გეგმავენ ან მიმდინარეობს.

"ამ წუთებში მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაბამისობის აუდიტი. 5 წლის განმავლობაში შევისწავლეთ, წლევანდელი წლის გეგმაში გვაქვს, ვნახავთ და მოგახსენებთ", - განაცხადა მექვაბიშვილმა.

რომელ უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური - 2021 წლის გეგმა ცნობილია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები