სახელწიფო ბიუჯეტით პრივატიზაციის გეგმა ვერ სრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის 5 თვის ანგარიშით ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-მაისში „არაფინანსური აქტივების კლებით“ ანუ პრივატიზაციით მიღებული შემოსულობები ცენტრალურ ბიუჯეტში 29.9 მლნ ლარი იყო, რაც 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (₾86 მლნ) მხოლოდ 34.8%-ია.
შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან 23.955 მლნ ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის (70 მლნ) 34.2% შეადგინა. მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობები 5.948 მლნ ლარი იყო, რაც 6 თვის საპროგნოზო მოცულობის (16 მლნ) 37.2%-ია.
ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან კი ირკვევა, რომ 5 თვეში, პრივატიზაციიდან ჯამში 103 832 991 ლარის მობილიზება მოხდა, საიდანაც უდიდესი წილი - 73,9 მლნ ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში შევიდა. ადგილობრივთვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებში შესული ჯამური თანხიდან 56,1 მლნ მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებია.
აღსანიშნია, რომ 2023 წელს პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი.