მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება ₾3.1 მილიონად იყიდება - აუქციონი

წინამძღვრიშვილის ქუჩა N126

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N126-ში მდებარე 2 000 კვ.მ-ზე მეტი უძრავი ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

სახელმწიფო ქონების საწყისი ღირებულება 3 072 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი 5 000 ლარი.

საპრივატიზებო ობიექტის დეტალური აღწერა ასეთია: თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N126-ში მდებარე N1 შენობაში 123.19 კვ.მ. სარდაფი, პირველ სართულზე მდებარე 375.93 კვ.მ. N1 ფართი, მეორე სართულზე მდებარე 489.84 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, მესამე სართულზე მდებარე 482.67 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, 547.32 კვ.მ. სხვენი, N2 შენობაში მდებარე 31.94 კვ.მ. N1 ფართი, 3.41 კვ.მ. N2 ფართი, 4.25 კვ.მ. N3 ფართი, N3 შენობაში მდებარე 35.83 კვ.მ. ავტოფარეხი, N4 შენობაში მდებარე 4.00 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აუქციონი 13 აგვისტოს გამოცხადდა და 27 აგვისტოს სრულდება.

ქონებას საპრივატიზებო პირობებიც ახლავს თან. კერძოდ, ინვესტორმა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, არანაკლებ 50 000 ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები