მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ბიუჯეტს ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა ₾35,7 მლნ დაუჯდა

6391c593bbd29
BM.GE
08.12.22 16:07
372
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35,752,914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.

პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და საქონლის შეძენა მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე შეეძლოთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები