მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

62567df133f4f
გიორგი თოლორდავა
13.04.22 11:44
1084
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემაზე, არასათანადოდ ჩატარებულ გამოძიებებზე, შერჩევით დაკავებებზე, ჟურნალისტებისა და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებსა და დამნაშავეების დაუსჯელობის საკითხებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აგრეთვე ხაზგასმულია პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, დაკავების და გასამართლების პრობლემები.

„მთავრობამ მიიღო რამდენიმე ზომა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა ისევ პრობლემად რჩება. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აღუსრულებლობამ ამ ძალადობის შემთხვევის დაუსჯელობა გამოიწვია.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში“, - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, ნინოწმინდის პანსიონის, ბორდერიზაციისა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მის მიმართ მოპყრობის, დავით კეზერაშვილის, და სასამართლოს მიერ განხილულ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები