მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახელმწიფო მიწების მიტაცებას და უკანონო მშენებლობებს არ დავუშვებთ“ - კალაძე

62d7c3bd7305d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.22 13:09
1747
თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით სახელმწიფო მიწების მიტაცებისა და მასზე უკანონო მშენებლობების წარმოების ფაქტების აღმოჩენა კვლავ გრძელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ ამგვარი ფაქტების აღმოფხვრა კვლავ გრძელდება და მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას და სოციალურად დაუცველთა სახელით უკანონო მშენებლობის განხორციელებას არ დაუშვებს.

"რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა უკანონო მშენებარე შენობა ნაგებობების დემონტაჟი განახორციელეს, რომელიც სახელმწიფო მიწებზეა განთავსებული. გრძელდება ასეთი ფაქტები, ხდება სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ და სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მივცემთ. გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახების სტატუსით. ასეთ ოჯახებს დედაქალაქის მერია სრულად ეხმარება და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. უსახლკარო სტატუსის მქონეებს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით უზრუნველვყობთ, თუ სტატუსი არ აქვთ ქირით გასვლის შესაძლებლობას ვაძლევთ.

უკანონოდ მიხვიდე და სახელმწიფო მიწა მიიტაცო... მერე შეიძლება მივიდეს და კერძო მესაკუთრის მიწა უნდა მიიტაცოს და ამაშიც სახელმწიფო უნდა ჩაერთოს და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ კერძო საკუთრება იყოს დაცული, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ჩვენ ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და დახმარება სჭირდება, ამაში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფარად იფარებს და თბილისში და რეგიონებში მიწები და სახლები გააჩნიათ. საზოგადოებას რამდენჯერმე ვანახეთ როგორ ალაგებენ სქემებს სახელმწიფო მიწების მიტაცებასთან მიმართებით, ყველამ ყველაფერი ვიცით და სახელმწიფო მიწების მიტაცების და უკანონო შენობების აშენების უფლებას არავის მივცემთ“, - განაცხადა კახალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები