მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სახელმწიფო საწარმოები კომპანიების განვითარებას აფერხებენ”- ნინო მენთეშაშვილი

638e14a57d3a9
ანუკა ჯოხაძე
06.12.22 23:35
997
მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით (LPI) საქართველო მსოფლიო მასშტაბით 166 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა. ქვეყანა ამ მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებსაც ჩამორჩება. სომხეთი(92), თურქეთი (47), რუსეთი (75).

FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი აცხადებს, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე არსებულ პოტენციალს ვერ ითვისებს. მისი თქმით, საქართველოს ინდექსის შემადგენელ ყველა კრიტერიუმში ჩამორჩენა აქვს.

“სწრაფი მიღწევადობა ამანათების, ლოგისტიკასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, საბაჟო პროცედურები და ამანათების უსაფრთხო მგზავრობა ე.წ ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემა track and trace, - ამ და სხვადასხვა კრიტერიუმების ნაკრები ქმნის ლოგისტიკურ ინდექსს. ყველა ამ კრიტერიუმში ვართ ძალიან დაბალ დონეზე. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ლოგისტიკა სათანადოდ არ არის განვითარებული და შესაბამისად ისეთი დოვლათი არ იქმნება, რომელიც ამ დარგმა ამ ქვეყნისთვის უნდა შექმნას,”-ამბობს FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი.

მენთეშაშვილის თქმით, იმისთვის, რომ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს და ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევა მოხდეს ქვეყანაში არსებული სერვისების მიწოდება სრულად კერძო კომპანიების ხელში უნდა იყოს.

ის ამბობს, რომ ბაზრის დიდი წილი დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიას, საქართველოს ფოსტას უჭირავს, ხოლო კერძო კომპანიების მხრიდან შეთავაზებული მომსახურების მაღალი ხარისხი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არსებითად ვერ ცვლის.

“უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ბიზნეს სუბიექტები და არ უნდა არსებობდეს სახელმწიფო საწარმოები თუნდაც ამ სფეროში, იმიტომ რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები აფერხებენ ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების განვითარებას,”-აცხადებს FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები