“მოგეხსენებათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მოვამზადეთ და თქვენ მიერ დამტკიცდა ფისკალური წესების განახლებული ჩარჩო. ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც უნდა გვქონდეს მთავრობის ვალის შესახებ განახლებული წესი. განახლებული წესის შესაბამისად, უცვლელი დარჩა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მთავრობის ვალის 60%-იანი და ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იანი ზღვარი, თუმცა ამ პარამეტრის ფარგლებში მთლიანად მოექცა როგორც ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტების ოპერაციები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების საბიუჯეტო დეფციიტი ვალდებულებები.
ასევე მთავრობის ვალის განსაზღვრაში მოექცა კერძო და საჯარო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში არსებული ვალდებულებებიც.
გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან მიმდინარეობს მუშაობა სახელმწო საწარმოების კლასიფიკაციაზე, რომლის შემდგომაც საწარმოები დაიყოფა ორ კატეგორიად.
პირველი კატეგორია ეს არის სახელმწიფო კორპორაციები, რომლებშიც მოექცევიან კომერციული, მომგებიანი საწარმოები, რომლებიც არც პირდაპირ არც ირიბად დაკავშირებული არ არიან სახელმწიფო ბიუჯეტთან. მეორე კატეგორია ეს არის საწარმოები, რომელთა ოპერირება გარკვეულწილად დაკავშირებულია ცენტრალურ ან მუნიციპალურ ბიუჯეტებთან. მსგავსი საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება, როგორც მთავრობის ვალი,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
სახელმწიფო საწარმოების ჯამური ზარალი წლიდან წლამდე იზრდება. 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიებმა 160 მილიონი ლარით მეტი იზარალეს. თუკი 2017 წელს ეს მაჩვენებელი 644,5 მილიონი იყო, გასულ წელს 805,3 მილიონს გაუტოლდა.
ბიუჯეტის თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, ზარალი გასული წლების განმავლობაში ასე იცვლებოდა:




























