სახელმწიფო შესყიდვების კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დავების საბჭოს ხელახალ ფორმირებას გულისხმობს. შედეგად დავების განხილვის საბჭო დამოუკიდებელ ერთეულად ყალიბდება. ცვლილებებია სახელმწიფო შესყიდვების გასაჩივრების წესშიც. პირველი მოსმენით კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. რა იცვლება და რა პრობლემები რჩება ტენდერების სისტემაში?