მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ვერ აღიქვამს კინოინდუსტრიის მიერ მოტანილ ეკონომიკურ ეფექტს"

5e43f0f58f5d9
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.20 22:46
1561
„სახელწიფო მაინც, ბოლომდე ვერ აღიქვამს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რაც კინოინდუსტრიას მოაქვს ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ BM.GE-ის კინოკლასტერის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ საკმაოდ დიდი რეზონანსი აქვს და ჩვენს ქვეყანაში გადაღებებით ინტერესდებიან ისეთი კინომწარმოებლები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნით.

„ინდუსტრიის მიმართულებით, ყველასთვის ცნობილია პროგრამა „გადაიღე საქართველოში", რომლის შედეგად ბევრად უფრო მეტი კინომწარმოებელი ჩამოდის საქართველოში, ვიდრე ჩამოდიოდა 2016 წლამდე. ინდუსტრია ძალიან გაიზარდა, თუ 2016 წელს კინოსექტორის ერთიანი ბრუნვა შეადგენდა 18-20 მლნ ლარს, 2019 წელს დაახლოებით 98 მლნ ლარი გაიხარჯა საქართველოში კინოინდუსტრიაში.

მაგრამ სახელწიფო მაინც ბოლომდე ვერ აღიქვამს იმ ეკონომიკურ ეფექტს, რაც კინოინდუსტრიას მოაქვს ქვეყნისთვის, ერთი რომ შემოსული თანხები პირდაპირ იხარჯება ეკონომიკაში. კინოინდუსტრია კავშირშია ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სექტორთან დაწყებული სასტუმროებიდან და კვებიდან, დამთავრებული წარმოებამდე. იმიტომ რომ კინოს გადაღებისთვის შესაძლოა დასჭირდეთ სხვადასხვა სახის წარმოება იგივე, მაგალითად "ფორსაჟის" გადაღებების დროს ქალაქში არსებული მანქანის მექანიკოსები დაკავებულნი იყვნენ იმ პერიოდში.

სახელმწიფომ, ამას უნდა შეხედოს როგორც ეკონომიკის ერთ-ერთ დარგს და პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ უფრო დიდი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს, ანუ უფრო მეტი თანხა უნდა გამოიყოს, რომელიც დახარჯვის შემდეგ დაუბრუნდებათ კონომწარმოებლებს“, - განაცხადა დავით ვაშაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები