მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფომ წელს 83 მლნ ლარის ყურძენი იყიდა, რადგან ის კერძო სექტორს არ სჭირდებოდა

5fda227cd45ac
თელარა გელანტია
16.12.20 19:54
2003
"პანდემიის პირობებში, სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა „რთველი 2020“ და ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავება იყო“, - ეს განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა უწყების 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხდა.

საქმე იმაშია, რომ წელს, ჯამში, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა და სამინისტროს ინფორმაციით, მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2020-ის სუბსიდირება განხორციელდა. ამით, ათასობით მევენახეს 1 კგ რქაწითელის 80 თეთრად რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცა. რომ არა სახელმწიფო სუბსიდია, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ფერმერებს 1 კგ რქაწითელის გაყიდვა 50 თეთრად მოუწევდათ, რაც თვითღირებულების ხარჯებსაც ვერ დაფარავდა. ყურძნის სუბსიდირების თანხამ 51 მლნ ლარს მიაღწია.

სახელმწიფო საწარმოებმა მევენახეებისგან ჭარბი ყურძენიც შეისყიდა, რომელზეც კერძოს სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იყო; ჯამში, 83 მლნ ლარის ღირებულების. რომ არა ეს მხარდაჭერა, 10 ათასამდე მევენახე ვერ შეძლებდა 94 ათასამდე ტონა ყურძნის რეალიზაციას.

სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბოლო 30 წლის რეკორდული, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: სახელმწიფო საწარმოები ფერმერებისგან ნაყიდი ყურძნისგან, ძირითადად, სპირტს ხდიან და ყიდიან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები