მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახის ფარები" კომპანია "ფავორიტი სტილისგან"

5e88d8dd06244
ნუცა ბაზლიძე
05.04.20 10:00
2590
კომპანია „ფავორიტი სტილი“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პლასტიკისგან დამზადებულ, მრავალჯერადად გამოყენებად პირბადეებს, ე.წ. “სახის ფარებს” სთავაზობს, რომლებიც წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან დაცვის მიზნით, მთელ სახეს ფარავს. შესაძლებელია, მისი გარეცხვა და სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდა.

„რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას გაუჩნდა სურვილი, ადამიანებს კორონავირუსის პრევენციაში დახმარებოდა. ამ ეტაპზე, უკვე 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომლები არიან აღჭურვილნი ჩვენი ნიმუშებით“, - ამბობს „ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანი გობრონიძე BM.GE-ისთან საუბრისას.

როგორც გავარკვიეთ, კორპორატიულთან ერთად, „ფავორიტი სტილი“ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს და მომხმარებლებს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

გარდა ამისა, განსაკუთრებული აქტუალურობიდან გამომდინარე, „ფავორიტი სტილი“ პროდუქციის შეტანას საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გეგმავს.

„ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რასაც, ჯერჯერობით, უმკლავდებიან, სამომავლოდ კი, წარმოების გააქტიურების რესურსი და საშუალებაც გააჩნიათ.
რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, 1 ცალი ფარი 6.50 ლარი ღირს, თუმცა შეფუთვების მიხედვით, ფასი ცვალებადია.

ამასთან, როგორც ანი გობრონიძე აღნიშნავს, კომპანიას ტრადიციული წარმოება არ გაუჩერებია, რაც პოლიგრაფიულ, ბეჭდვით, ასევე დიზაინისა და რეკლამის მიმართულებით მომსახურებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, აქტუალურობიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს, მათ შორის, რძის პროდუქტებისა და პურის შეფუთვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები