მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სახლი ბაზალეთზე“ - რამდენად შეიძენთ ახალ საცხოვრებელ უბანში სახლს?

644a710a39ee6
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 00:00
4241
თბილისთან ახლოს, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ სოფელ საშაბუროში ახალი საცხოვრებელი უბანი „სახლი ბაზალეთზე“ შენდება.

კომპანიის დამფუძნებლებს ალექსანდრე სილაგაძეს და გიორგი სიხარულიძეს ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ანალოგიური პროექტი უკვე განხორციელებული აქვთ და 16 სახლიან უბნის პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ პარტნიორებმა ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობის გადაწყვეტილება მიიღეს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ალექსანდრე სილაგაძე აღნიშნავს, რომ ახალ საცხოვრებელ უბანში 10 სახლიდან 6 უკვე გაყიდულია და პროექტის შესრულება აქტიურად მიმდინარეობს.

„პროექტის განხორციელება 100 000 დოლარის საწყისი კაპიტალით, მას შემდეგ დავიწყეთ, რაც რამდენიმე სახლი გაიყიდა.

პროექტის განხორციელება 2 წლის წინ დავიწყეთ. ჩვენ ვაშენებთ დაბალბიუჯეტიან სახლებს თბილისთან ახლოს, რაზეც მოთხოვნა ძალიან დიდია. პირველი პროექტის განხორციელებამ დაგვარწმუნა, რომ დედაქალაქთან ახლოს მყუდრო, კეთილმოწყობილი კერძო სახლებზე მოთხოვნა დიდია და ამიტომ მეორე პროექტის განხორციელება დავიწყეთ.

სახლების პროექტი 550 კვ.მ.-ს ეზოსა და სხვადასხვა ფართობის სახლებს მოიცავს. 60 კვ.მ. სახლების ღირებულება 45 000 დოლარიდან იწყება, ყველაზე დიდი ფართობის - 120 კვ.მ. ფართობის სახლების ფასი კი 60 000 დოლარამდეა. პროექტი უბნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე კომუნიკაციების სახლებში შეყვანას და ეზოში აუზისთვის საჭირო ადგილის მოწყობას მოიცავს. სახლი მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბარდება და მყიდველს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება უწევს“, - განმარტა ალექსანდრე სილაგაძემ.



მისივე ინფორმაციით, ახალი უბნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, საძირკვლები გაჭრილია და რამდენიმე სახლის მშენებლობა უკვე დაწყებულია. „სახლი ბაზალეთზეს“ მეორე პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება და სახლები მფლობელებს გადაეცემათ.

თუმცა ბიზნესპარტნიორები ამ პროექტზე გაჩერებას არ აპირებენ და 2024 წლიდან კვლავ ბაზალეთის ტბის მიმდებარედ ახალი, უფრო დიდი - 80 სახლიანი უბნის პროექტის განხორციელებას გეგმავენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები