მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახლში დარჩენის ეკონომიკა" – რა სერვისით სარგებლობენ ადამიანები იზოლაციის დროს?

5ea7211acb53d
მარიამ ადამია
27.04.20 23:30
994
მსოფლიო კრიზისების პერიოდში, ბიზნესი ახალ საფეხურზე გადადის, ანუ ნაწილი კოტრდება, ზოგიერთისთვის კი, ვინც ახერხებს ახალი მიმართულებების წახალისებასა და ახალ საჭიროებებზე მორგებას, კრიზისს გასაძლიერებლად იყენებს. მაგალითად წინა გამოცდილების დროს, 2002-2003 წლებში, როდესაც ჩინეთში გავრცელდა SARS-ის ეპიდემია, სწორედ მაშინ დაიწყო ელექტრონული კომერციის მკვეთრი ზრდა და ამ პერიოდით სწორად და ეფექტიანად ისარგებლა ონლაინ მაღაზია "ალიბაბამ". დღევანდელი რეალობა კი ასეთია, ადამიანებს ეშინიათ მაღაზიებში, თეატრებში, მუზეუმებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებში ვიზიტი და ეს შიში კიდევ დიდხანს გაგვყვება, ამიტომ უმრავლესობა სერვისსა თუ მომსახურებას ონლაინ გზით უკვეთავს. ამის შესახებ Forbes-ი წერს

თანაც მხოლოდ შიში ხომ არ არის, მთელი მსოფლიო კარანტინშია და თუკი კონკრეტულად რიცხვებს გადავხედავთ, მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში 3 მილიარდ ადამიანზე მეტია კარანტინის ზონაში. აქედან 1380 მილიონი ინდოეთშია, 760 მილიონი ჩინეთში, 330 მილიონს ითვლის ევროკავშირი, 297 მილიონს კი აშშ. ხუთეულში ხვდება ბანგლადეში 165 მილიონით და რუსეთი 142 მილიონი ადამიანით.
ხელოვნური ინტელექტის წყალობით კი, დღეს შესაძლებელია, კვარტალური დასკვნების მოლოდინის გარეშე, გავიგოთ, თუ რომელ რეგიონში რას ანიჭებენ სახლში დარჩენილი ადამიანები უპირატესობას, რომელმა კომპანიებმა იმოქმედეს კარანტინის პერიოდში ეფექტიანად და ვინ ისარგებლა ამ მდგომარეობით.

რეიტინგში ლიდერი კომპანია Netflix-ია, როგორც ჩანს სახლში დარჩენილი ადამიანები, ყველაზე ხშირად ფილმებსა და სერიალებს უყურებენ, შემდეგ მოდის ამავე კატეგორიის - Disney. ელექტრონული ვაჭრობის უმსხვილესი პლატფორმა მსოფლიოში Amazon-ი მესამე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის Apple. რეიტინგში შემდეგი ხუთი კომპანია ონლაინ თამაშებს უჭირავს. ათეულს კი მუსიკალური აპლიკაცია Spotify ასრულებს.
რაც შეეხება სოციალურ ქსელ Facebook-ს სიაში მეჩვიდმეტე პოზიციაზე დასახელდა. ანუ მოთხოვნა გაზრდილია საკვების მიწოდების სერვისებზე, ონლაინ გასართობ საშუალებებზე, ონლაინ მედიაზე, საძიებო მომსახურებებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, ვიდეო და აუდიო კომუნიკაციებზე და ვიდეო თამაშებზე.

კარანტინის შემსუბუქების პარალელურად კი, მართალია ადამიანები დროთა განმავლობაში დაიწყებენ სიარულს ხალხმრავალ ადგილებში, თუმცა ექსპერტების შეფასებით, მოხმარების ტრანსფორმაცია უკვე დაწყებულია და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენს ცნობიერში მაინც დარჩენა აკრძალული ქმედებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბიზნესი და მათზე მოთხოვნა პანდემიის დასრულების შემდეგ სრულად შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები