მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ბოიკოტი სახელმწიფო და კერძო სექტორში - ნიკა გილაური მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

ნიკა გილაური

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. ის აღნიშნავს, რომ მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბებით მოვიდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით გამოაცხადა ქვეყნის ევროპული მომავლის შეჩერება. ნიკა გილაურის განცხადებით, არსებული ვითარება საჭიროებს საზოგადოების, საჯარო სექტორში დასაქმებულებისა და კერძო სექტორის მხრიდან მკვეთრ მოქმედებას. გილაური საჯარო სექტორში დასაქმებულებს ბოიკოტისა და გაფიცვისკენ, კერძო სექტორს კი მთავრობასთან თანამშრომლობის ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

"რა არის გასაკეთებელი?

  • საყოველთაო ბოიკოტი სახელმწიფო სექტორში - რაც შეიძლება მეტმა საჯარო მოხელემ უნდა დაწეროს განცხადება და დატოვოს სამსახური. განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს ეხება ეს.
  • საყოველთაო ბოიკოტი კერძო სექტორში - კერძო სექტორი კარგად უნდა დაფიქრდეს რატომ და ვის აფინანსებს? არალეგიტიმურ მთავრობას იმისთვის, რომ მან შეძლოს რობოკოპების რჩენა, რომლებიც მერე ჩვენ და ჩვენ შვილებს უკანონოდ და გადამეტებული ძალის გამოყენებით არბევენ?
  • საყოველთაო გაფიცვები - ავტობუსების მძღოლების, სხვა სატრანსპორტო საშუალებების თანამშრომლების გაფიცვები. კერძო სექტორში იმ კომპანიების თანამშრომლების გაფიცვები, რომლებიც მკაფიოდ ემსახურებიან რეჟიმს.
  • ყოველდღიური საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტები - მიტინგები, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება და ა.შ.

დიდ კრიზისში ვართ და გამბედავი ნაბიჯებია გადასადგმელი. კრიზისს კარგი მართვა სჭირდება. კრიზისი აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს ბადებს. დარწმუნებული ვარ ეს კრიზისიც ჩვენი ქვეყნის ახალი შესაძლებლობების და ახალი წარმატებების საფუძველი იქნება,"- წერს ნიკა გილაური Facebook-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები