მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ყოველთვიური ხარჯი 72 მლნ-დან 59 მლნ ლარამდე შემცირდა - მინისტრი

5fe98c6b0d353
ინგა მურუსიძე
28.12.20 11:49
519
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ შეძლო და საყოველთაო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ყოველთვიური ბიუჯეტი 72 მლნ ლარიდან 59 მლნ ლარამდე შეამცირა.

„მთავრობის ანგარიში ხალხს“ - წლიური ანგარიშის პრეზენტანციაზე ტიკარაძემ თქვა, რომ მთავრობის მკაფიო მიზანია, ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რისთვისაც „სისტემის ეფექტური გაუმჯობესება დაიწყო“.

„ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2020 წელს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება, როგორც ჯანდაცვის სერვისების სტარტეგიულ შესყიდვაზე, მონიტორინგსა და ხარისხზე ორიენტირებული ინსტიტუციის შექმნა - ეს ჯანდაცვის პრიორიტეტულობის პოლიტიკურ დეკლარირებას წარმოადგენს. ჯანმრთელობის სააგენტომ შეძლო და ეფექტური ადმინისტრირებით უკვე ძალიან ბევრი პრობლემა დაძლია. ერთ-ერთი უპირველესი არის ეფექტური მენეჯმენტის შედეგად საყოველთაო ბიუჯეტიდან ყოველთვიური დანახარჯის 72 მლნ ლარის 59 მლნ ლარამდე შემცირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, ბეფეფიციარებზე გაწეული მომსახურეობების მოცულობა არ შემცირებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები