მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით მოსახლეობის 94.7 %-ია მოცული

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით საქართველოს მოსახლეობის 94. 7 % -ია მოცული - ამის შესახებ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წლის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს 1.3 მლრდ ლარით 2 823 000 სამედიცინო შემთხვევა მილიონამდე ადამიანს დაუფინანსდა.

უწყების შეფასებით, გასულ წელს დაინერგა სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების (DRG) სამართლიანი მოდელი, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ბიუჯეტი - 749 758 137 ლარი გამოიყო.

შედეგად, 488 615 სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა, მომსახურება კი357 000 პირს გაეწია. DRG სისტემის დანერგვის შედეგად პაციენტების თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სისტემის დანერგვის შემდეგ, ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხა 62%-ით შემცირდა.

სტუმარი: ნინო მირზიკაშვილი - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები