მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზაფხულო აქცია 40%-60% Automoby.ge-სგან

64ba14a78e44b
BM.GE
21.07.23 10:00
430
31 აგვისტომდე, Automoby.ge-ს საზაფხულო აქცია აქვს, რომელიც მის მომხმარებელს კიდევ უფრო დამატებით უპირატესობებს სთავაზობს.

40%-60%-ზე ერთგვარი შეთავაზებაა, რომ თავდაპირველად გადაიხადოთ ღირებულების 40%, შეიძინოთ სასურველი ავტომობილი, რაც მოიცავს საქართველომდე ჩამოყვანას, ხოლო მას შემდეგ, როცა ის უკვე მფლობელის ხელში იქნება, შესაძლებელია დარჩენილი 60%-ის გადახდა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილის საქართველოში ჩამოსვლას 2-3 თვე სჭირდება, მომხმარებელისთის კომფორტულია, რადგან თავიდან მინიმალური თანხის გადახდა უწევს, შემდეგ კი საკმარისი დრო აქვს საიმისოდ, რომ დარჩენილი გადასახადი დაფაროს.

Automoby.ge სწორედ ასეთი ვებგვერდია, სადაც შესაძლებელია როგორც გასაყიდი ავტომობილის განთავსება, ასევე, ახალი ავტომობილის ყიდვა, კერძოდ, კორეიდან ჩამოყვანა. კორეიდან იმიტომ, რომ თავად კომპანია „ავტომობი” კორეული ავტომობილების მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიას უკვე არაერთი წლის გამოცდილება აქვს ამ სფეროში და დაკომპლექტებულია გუნდით, რომელიც ნებისმიერი საკითხის გარკვევაში ეხმარება თავის მომხმარებელს. ავტომობილები, რომლებსაც ავტომობი გთავაზობთ, მაღალი ხარისხისაა და, ამის მიუხედავად, მათი ბიუჯეტურად შეძენაა შესაძლებელი. თავის მხრივ, კომპანია ზრუნავს ხარისხიან ტრანსპორტირებაზე, რაც, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

იმისათვის რომ აღნიშნული აქცია ბევრად უფრო გასაგები იყოს, ავტომობიმ გადაწყვიტა კონკრეტული ავტომობილების შეთავაზება მომხმარებელისთვის სააქციო პირობებით, მაგალითისთვის რომ ავიღოთ 2016 Kia Morning, რომლიც არის ბიუჯეტური, ქალაქისთვის იდეალური, კომფორტული ავტომობილი, ღირებულება არის 4,210$, მომხმარებელი ავტომობილის შეძენისას გადაიხდის ღირებულების 40% 1,680$-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.


ასევე, რომ განვიხილოთ 2014 Hyundai Santa Fe რომელიც, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, არის ეკონომიური, საოჯახო ტიპის ავტომობილი, ღირებულება არის 8,028$, მომხამარებელი შეძენისას გადახდის 3,200$, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.


ასევე, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი ავტომობილია 2014 Mercedes-Benz E Class, რომელიც გამოირჩევა, ეკონომიურობით, კომფორტულობითა და გამძლეობით, რომლის ღირებულებაა 10,867$, წინასწარ მომხმარებელი გადაიხდის 4,300$-ს, ხოლო დარჩენილ თანხას ავტომობილის ჩამოსვლის შემდეგ.



რატომ ამახვილებს კომპანია ყურადღებას კორეულ ავტომობილებზე?

მიუხედავად იმისა, რომ Automoby.ge-ზე 200-ზე მეტი ბრენდის 500 000-ზე მეტი ავტომობილია განთავსებული, კომპანია ამჯერად აქცენტს კორეული წარმოების ავტომობილებზე აკეთებს, რადგან, მისი დაკვირვებით, მათ ბევრი უპირატესობა აქვთ. ამ დაკვირვების შედეგებს ავტომობი ჩვენს მკითხველსაც უზიარებს:

შენახული ავტომობილები“ – ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ გამოთქმა, რომ „ეს ავტომობილი კარგადაა შენახული”…აი, კორეული ავტომობილები სწორედ იმით გამოირჩევიან, რომ მათზე ამ შეფასების გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება. კორეაში მკაცრად იცავენ ტექინსპექტირების წესებს, მფლობელები ინტენსიურად უტარებენ ავტომობილებს გეგმურ შემოწმებებს, რაც მათ ხარისხზე დადებითად ისახება.

დაბალი გარბენი – ეს ავტომობილის შესყიდვის მსურველის კიდევ ერთი მოთხოვნაა. როცა ავტომობილს ვყიდულობთ, გვაინტერესებს „გარბენი რამდენი აქვს?”. ცნობილია, კორეული ავტომობილების ერთ-ერთი უპირატესობაც ესაა, რომ მათი გარბენის მაჩვენებელი სხვებთან შედარებით დაბალია.

მრავალფეროვანი არჩევანი – რადგან კორეულ ავტომობილს ვახსენებთ, არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მაინცდამაინც Hyundai, Kia ან SsangYong. კორეული საავტომობილო ბაზრის ერთ-ერთ უპირატესობას ისიც წარმოადგენს, რომ მას ევროპული ავტომობილიების შემოთავაზებაც შეუძლია, მაგალითად Mercedes-Benz, BMW, Audi და ა.შ

ბიუჯეტი – ეს მომხმარებლისთვის ყოველთვის აქტუალური საკითხია. „რა დამიჯდება” სამხრეთ კორეული ბაზარი ცნობილია, შედარებით დაბალი ფასით. ავტომობილების ფასის მიუხედავად, იდეალურ მდგომარეობაში ჩამოდის.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები