მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვარგარეთ 27 291 საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული

ემიგრაცია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 27 291-ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მეტი რუსეთშია რეგისტრირებული, რომელთა საერთო რაოდენობა 7569-ია. შემდეგ მოდის საბერძნეთი, სადაც ოფიციალურად საქართველოს 4048 მოქალაქეა რეგისტრირებული, უკრაინაში - 2652, გერმანიაში - 1917, ესპანეთში - 1475, აშშ-ში - 1407, საფრანგეთში - 1118 და ისრაელში - 1070. ათეულს ხურავს თურქეთი - 731 და ბელგია 710 მოქალაქით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზღვარგარეთ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ კითხვით დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ოფიციალურად რეგისტრირებულთა რაოდენობა უცხო ქვეყნებში ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობასთან შედარებით გაცილებით მცირეა. ქვეყნიდან გასული მოქალაქეების დიდი ნაწილი უცხოეთში არალეგალურად იმყოფება.

ცნობისთვის, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოდან 100 ათასი მოქალაქე გავიდა, ხოლო 54 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, ანუ მიგრაციული სალდო იყო უარყოფითი და მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 46 ათასით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები