მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო სეზონი ივნისის დასაწყისში ოფიციალურ გაიხსნება - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

64384b853d7f0
ალა ისპირიანი
13.04.23 23:52
681
საზღვაო სეზონი ივნისის დასაწყისში ოფიციალურ გაიხსნება - ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზღვაო ტურისტული სეზონი საზღვაო ფესტივალით გაიხსნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.

"საზღვაო სეზონი წელს ადრე, ივნისის დასაწყისში ოფიციალურ გაიხსნება, რადგან ინტერესი მეტია. იქნება საზღვაო ფესტივალი რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლები და მათთან ერთად გავაკეთებთ ახალი პროექტების ანონსს, რომლითაც ვიზიტორებს დავხვდებით“, - განაცხადა მან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლები უკვე გაზრდილია, წინა მოსამზადებელი სამუშაოები კი როგორც ბათუმში, ისე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, თუ რამდენად მომზადებული ხვდება რეგიონი ტურისტებს ამ მიმართულებით, იგი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისების, როგორც გამართვისთვის ასევე ვიზიტორთა ნაკადის სწორად მიღებისთვის , ამიტომ ამ მიმართულებით დიდი პროექტები მიმდინარეობს რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას. ინფრასტრუქტურის ნაწილზე ქალაქი ჯერ კიდევ მუშაობს - გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა ახალ საჭიროებებს ქმნის. რეგიონი მზად არის ტურისტებს მიმდინარე წელს უმასპინძლოს. ვმუშაობთ, რომ სერვისები გამართული იყოს“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები