მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

6447a5a26bcaa
BM.GE
25.04.23 14:01
1090
თამარ იოსელიანი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. მიზეზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლაა.

2023 წლის 1-ლი მაისიდან სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე, პავლე გრებენი შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე.

bm.ge ცდილობს თამარ იოსელიანთან დაკავშირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები