საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ცნობისთვის, მის გარდა, სხვა კანდიდატურა არც ყოფილა.
მაღლაფერიძის კანდიდატურას საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. ვასილ მაღლაფერიძემ საკუთარ კანდიდატურას თავადაც დაუჭირა მხარი.
საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით, კიდევ სამი წლით დაიკავებს.
სამეურვეო საბჭო თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით ირჩევს. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით 2022 წლის 21 აპრილს აირჩიეს.




























