მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზმაუს წამყვანი სარედაქციო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სიტყვა

ჩიქოვანი

საზოგადოებრივ მაუწყებლის წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზმაუს სარედაქციო პოლიტიკაში არსებულ პრობლემებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„მოამბის“ წამყვანი მოულოდნელად შევიდა საზმაუს სტუდიაში, სადაც პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე მოქალაქეების მოთხოვნით სპეცეთერი იყო.

„საზმაუს ახალი ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებაშია... მადლობა იმ საზოგადოებას, რომელმაც ყურადღება მიაქცია საზოგადოებრივ მაუწყებელს - განაცხადა წამყვანმა პირდაპირ ეთერში.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა გააკრიტიკა საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეც.

„რატომ არ პასუხობს საზმაუს სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების მოთხოვნას? ამის ახსნა ბევრია. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საზოგადოებამ დაუშვა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით დატოვა თანამდებობა, საქართველოს პარლამენტმა აირჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ეს ადამიანი არის ვასილ მაღლაფერიძე.

ის, თუ რატომ არ ისმოდა საზოგადოების ხმა ფართოდ პირველ არხზე, არის საზოგადოების ბრალი, რომელიც ამ მაუწყებელს ყურადღებას არ აქცევს. როგორც კი საზოგადოება მოადუნებს პირველი არხის მიმართ ყურადღებას, ეს არხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ხელისუფლების ინტერესი. ასე თუ ისე, ძალით თუ არა ძალით ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს საკუთარი აზრის გატარებას თქვენს არხზე - საზოგადოებრივ არხზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები