თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება.
“ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც შეეხება რეგულაციებს, პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს.
ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული გვყავს”, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთთვიანი გაჩერების შემდეგ ხვალიდან საქართველოს 4 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება.




























