მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა

გადახდის სისტემა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა აღდგა. ამის შესახებ, მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

საქმე ის არის, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლებშიც ისმოდა, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ირთვება საპროტესტო აუდიო ჩანაწერები.

აღნიშნულის გამო, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, აპარატები სრულად გაეთიშა. იმ ტრანსპორტშიც, სადაც მსგავსი "ტექნიკური ხარვეზი" არ არსებობდა.

კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერ შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 3-იდან 6 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები