მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

5f6e07e1208b7
BM.GE
25.09.20 18:57
2045
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი, რომელიც ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ვაკანტური იყო, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით თინათინ ბერძენიშვილმა დაიკავა. 

დღეს გამართულ არჩევნებზე ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს 8 წევრის ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა - ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა, ირმა სოხაძემ კი, 0 ხმა აიღო. 

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით 2.5-ჯერ გაიზარდა საზმაუს დირექტორის ანაზღაურება და ის თვეში 10 ათასი ლარი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 22 სექტემბერს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები