მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდასაჭერად, 2 დეკემბერს "ნიუტონის სკოლა" არ იმუშავებს

სკოლა

ნიუტონის თავისუფალი სკოლა ორშაბათს, 2 დეკემბერს არ იმუშავებს - გავრცელებული განცხადების თანახმად, სკოლა ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღებას ემიჯნება და საზოგადოებრივ პროტესტს უჭერს მხარს.

"ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!

საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს.

ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.

თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!" - ნათქვამია "ნიუტონის სკოლის" განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები