მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით სარგებლობისთვის, ტურისტები კოპენჰაგენში უფასო ყავას მიიღებენ

colehangen

მდგრადი ტურიზმის წახალისებისთვის დანიის დედაქალაქმა, კოპენჰაგენმა, ახალი ინიციატივა წამოიწყო. სახელწოდებით - CopenPay - რომლის ფარგლებშიც, ტურისტები, რომლებიც ქალაქში გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან ველოსიპედს აირჩევენ და არა ავტომობილებსა და ტაქსის, სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, როგორებიცაა უფასო ყავა, მუზეუმის ბილეთები ან თხილამურებით სარგებლობისას, დამატებითი 20 წუთი უფასოდ.

კოპენჰაგენის ტურიზმის ოფიციალური ორგანიზაცია Wonderful Copenhangen-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიკელ არო-ჰენსენი Euronews-თან საუბარში აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 5-დან 5 ტურისტს სურს, ეკომეგობრულად იმოგზაუროს, დანიშნულების ადგილას ჩასვლის შემდეგ, ეს სურვილი, როგორც წესი, ქრება და 5-დან მხოლოდ 1 ახერხებს მდგრად ტურიზმს მიჰყვეს. CopenPay კი ტურისტებს საშუალებას მისცემთ, რომ მოგზაურობის დროს კლიმატმეგობრული გადაწყვეტილებები მიიღონ.

Kantar-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ მდგრადი მოგზაურობა სურთ, თუმცა მათი მხოლოდ 22% ახერხებს ამას. Wonderful Copenhangen-ი კი ეკომეგობრულ ქმედებებს ერთგვარ ვალუტად აქცევს, ნაცვლად იმისა, რომ ქალაქში ტურისტების რაოდენობა გაზარდოს. არო-ჰენსენი აღნიშნავს, რომ მიზანი ტურისტებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რამდენად მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ველოსიპედით გადაადგილება, რათა მათ მგზავრობის ამ ფორმას სახლში დაბრუნების შემდეგაც მიმართონ.

ახალ სქემაში მონაწილეობას კოპენჰაგენში მოქმედი 24 დაწესებულება - მუზეუმები, რესტორნები და, მათ შორის, კაიაკის გამქირავებელი კომპანია - იღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი მათგანი ტურისტებს CopenPay-ში ჩართვის სანაცვლოდ ნავით უფასო გასეირნებას სთავაზობს, სხვა - უფასო სადილს და ა.შ.

კოპენჰაგენი ევროპაში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დანიშნულებაა - 2023 წელს ქალაქში ტურისტები ღამით 12 მილიონზე მეტჯერ დარჩნენ, აღნიშნული ინიციატივით კი, ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები